VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
რუსმა დამპყრობლებმა ხერსონის წინასწარი დაკავების იზოლატორში პატიმარი მოკლეს. ამის შესახებ ომბუდსმენი, ლუდმილა დენისოვა წერს.
„დადასტურდა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ხერსონის წინასწარი დაკავების იზოლატორში პატიმრის მკვლელობის შესახებ. დაწესებულების თანამშრომლების თქმით, 11 მაისს ოკუპანტები შენობაში შევიდნენ, საკნებს ყუმბარები ესროლეს და ცეცხლი გაუხსნეს. ერთი პატიმარი კი აღშფოთების გამოხატვის გამო მოკლეს“, - თქვა მან.
„დაწესებულების ხელმძღვანელი გაურკვეველ ადგილას გადაიყვანეს. თანამშრომლებმა უარი თქვეს ოკუპანტებთან მუშაობაზე და განცხადებები დაწერეს. დაწესებულებასთან კომუნიკაცია დაიკარგა", - დასძინა ომბუდსმენმა.
დენისოვამ ასევე აღნიშნა, რომ გასულ კვირას მან მიმართა უკრაინის იუსტიციის მინისტრს მოთხოვნით, მიიღონ ზომები ხერსონის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან პატიმრების ევაკუაციის თაობაზე.