ნიკოლაევში სარაკეტო თავდასხმა სამხედრო ყაზარმაზე მოხდა - არიან დაშავებულები, დაღუპულები და უგზო-უკვალოდ დაკარგულები

nik

ნიკოლაევში რუსმა ოკუპანტებმა სამხედრო ყაზარმებზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც რვა ჯარისკაცი დაიღუპა, რვა უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

ამის შესახებ ნიკოლაევის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ვიტალი კიმმა სოციალურ ქსელში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ დამპყრობლები თავს დაესხნენ ნიკოლაევს დილის 5 საათზე, „საშინლად და ცინიკურად, როცა ხალხს ეძინა“.

მისივე თქმით, საკრუიზო რაკეტა „კოლიბრ“-ი 79-ე ბრიგადის ყაზარმის მიმართულებით მაშინ გაისროლეს, როცა ჯარისკაცებს ეძინათ.

"შედეგად რვა დაიღუპა, რვა დაკარგულია, 19 დაშავდა. ჩვენ მონაცემებს მცხოვრებლების შესახებ ვაგროვებთ", - თქვა კიმმა.

„რაც შეეხება ბრძოლას, ჩვენმა არტილერიამ ქალაქი გმირულად დაიბრუნა, იყო ბრძანება, რომ ნებისმიერ ფასად ნიკოლაევი დაებრუნებინათ, ამიტომ სამი მხრიდან გვიტევდნენ." - ამბობს კიმი. 

ასევე, მისი თქმით, დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა.