არც სოდა და არც ძმარი - რა ჩავყაროთ ნიჟარაში გაჭედილი მილის სწრაფად გასაწმენდად
1789836118
ლითეროთერაპევტი და ეზოთერიკოსი თამუნა იოსელიანი 23-29 სექტემბრის პერიოდზე წერს.
„23–29 სექტემბერი შესაძლოა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს ძალაუფლებისა და გავლენის მქონე ადამიანებისთვის. ეს არის პერიოდი, როდესაც ბევრი ადამიანი საკუთარი წარსული ქმედებების შედეგებს მოიმკის და ზოგიერთისთვის ეს მოსავალი შესაძლოა საკმაოდ მწარე აღმოჩნდეს.ამავე პერიოდში ყურადღების ცენტრში შეიძლება მოექცნენ ცნობილი და ქარიზმატული ადამიანები, შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებები.ვის „მოწამლავს“ ლილიტი თხის რქაში?14 სექტემბერს შავი მთვარე — ლილიტი — თხის რქაში გადავიდა. უკვე შეინიშნება პირველი ნიშნები, რომლებიც ზოგიერთ ქვეყანაში ძალაუფლებისა და არსებული სისტემების რყევებზე მიანიშნებს.ახლა კი ვნახოთ, რა შეიძლება მოგვიტანოს თხის რქაში მყოფი ლილიტის უახლოესმა ასპექტებმა.19 სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე ცაზე ლილიტისა და ნეპტუნის კვადრატი ყალიბდება.ნეპტუნი ილუზიებთან, ბუნდოვანებასთან და მოტყუებასთან დაკავშირებული პლანეტაა, ლილიტი კი ჩრდილოვან, ფარულ და მანიპულაციურ პროცესებს აძლიერებს.ამიტომ მომდევნო თვენახევარი შეიძლება გახდეს პერიოდი, როდესაც განსაკუთრებით აქტუალური იქნება კითხვა:„ვინ ვის მოატყუებს?“მოტყუება, ცრუ ინფორმაცია, ცილისწამება, ფარული ჩანაფიქრები და სხვადასხვა სახის მანიპულაცია შესაძლოა გამოვლინდეს როგორც საერთაშორისო ურთიერთობებში, ისე ადამიანების პირად ცხოვრებაში.რადგან ეს კავშირი კარდინალურ ნიშნებს ეხება, მოვლენები შესაძლოა სწრაფად და მოულოდნელად განვითარდეს.განსაკუთრებით საყურადღებო შეიძლება გახდეს მოლაპარაკებები ომისა და მშვიდობის თემაზე — ნეპტუნი ვერძშია, რომელიც ბრძოლასა და დაპირისპირებას უკავშირდება, ხოლო ლილიტი თხის რქაშია — ძალაუფლების, სახელმწიფოსა და მმართველი სტრუქტურების სფეროში.კიდევ რას შეიძლება დავაკვირდეთ? ინფექციების მოულოდნელ გავრცელებას, რომელთა შესახებ გავრცელებული ინფორმაცია შესაძლოა მოგვიანებით გადაჭარბებული ან მცდარი აღმოჩნდეს; მასობრივი მოწამვლის შემთხვევებს; ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხეს; სამხედრო მანევრებსა და ფარულ სტრატეგიებს ზღვებსა და სანაპირო ტერიტორიებზე; ალკოჰოლთან და სხვა დამოკიდებულებებთან დაკავშირებული პრობლემების გამწვავებას; წყლის დაბინძურებას; ალკოჰოლით ან მედიკამენტებით მოწამვლის შემთხვევებს. განსაკუთრებით საყურადღებო პერიოდი — 20–29 სექტემბერიამ დღეებში ყალიბდება ტაუ-კვადრატი: მზე — ნეპტუნის ოპოზიცია, ხოლო ლილიტი მის მწვერვალზე.ეს ასპექტი შეიძლება დაკავშირებული იყოს ძალაუფლებისთვის ბრძოლასთან, მოტყუებასთან, მანიპულაციასთან და რთულ არჩევანთან.გავლენიან ადამიანებსა და ხელმძღვანელებს შესაძლოა მოუწიოთ ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც მათ პირად ღირებულებებსა და სინდისთან წინააღმდეგობაში მოვა.ამ ფონზე შეიძლება გააქტიურდნენ ცრუ წინასწარმეტყველები, მანიპულატორები, პროპაგანდისტები, ცრუ მასწავლებლები და სხვადასხვა სახის „სულიერი“ ავტორიტეტები, რომლებიც ადამიანებზე გავლენის მოხდენას შეეცდებიან.ბევრი დაპირება შეიძლება გაიცეს, თუმცა ყველა მათგანი შესრულებული არ იქნება.ამიტომ ამ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი წესია:ყველა ინფორმაცია გადაამოწმეთ.ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც გაიგონებთ ან სოციალურ ქსელებში წაიკითხავთ. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ხმებთან, დაპირებებთან და ემოციურად დატვირთულ ინფორმაციასთან.ზოგჯერ შესაძლოა საკუთარი ინტუიციაც კი არ აღმოჩნდეს საკმარისი — ფაქტების გადამოწმება აუცილებელია. 23 სექტემბერი — შემოდგომის ბუნიობა;23 სექტემბერს მზე სასწორის ნიშანში გადავა.ამავე პერიოდში აღინიშნება მაბონი — მოსავლის დღესასწაული, რომელიც სიმბოლურად მიღებული შედეგების შეჯამებასა და განვლილი გზის შეფასებას უკავშირდება.ამიტომ 23–29 სექტემბერი შეიძლება გახდეს „მოსავლის“ პერიოდი — დრო, როდესაც ადამიანები საკუთარი წარსული არჩევანებისა და ქმედებების შედეგებს დაინახავენ.ზოგისთვის ეს შედეგები სასიამოვნო იქნება, ზოგისთვის კი — საკმაოდ მწარე.ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება შეიძლება მიიქციონ გავლენიანმა და ცნობილმა ადამიანებმა, ქარიზმატულმა ლიდერებმა და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებმა. როგორ გავიაროთ ეს პერიოდი მშვიდად? მიმართეთ შემოქმედებას — მუსიკას, ფოტოგრაფიას, ვიდეოს, ხატვას ან პოეზიას. ეს დაგეხმარებათ ემოციებისა და შინაგანი დაძაბულობის ჯანსაღად გამოხატვაში. დაუთმეთ დრო საკუთარ შინაგან სამყაროს — მედიტაციას, იოგას, ფსიქოლოგიასა და თვითანალიზს. მნიშვნელოვანია, რეალობას არ გავექცეთ და საკუთარ ემოციებს ობიექტურად დავაკვირდეთ. გააკეთეთ სიკეთე. ქველმოქმედება, მოხალისეობა და დახმარება მათთვის, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება, ენერგიის კონსტრუქციულად გამოყენებაში დაგეხმარებათ. ისწავლეთ „არას“ თქმა. ნუ მისცემთ სხვებს უფლებას, თქვენი სიკეთე, ნდობა ან თანაგრძნობა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ. იზრუნეთ საკუთარ თავზე და ცხოვრების ჯანსაღ წესზე. მოერიდეთ ალკოჰოლს, სხვა მავნე ჩვევებსა და ტოქსიკურ ურთიერთობებს, რომლებმაც შესაძლოა რეალობის აღქმა დაგიმახინჯოთ.და ყველაზე მთავარი:ამ პერიოდში ნუ იჩქარებთ.ნუ დაიჯერებთ ყველაფერს.ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას მხოლოდ ემოციის საფუძველზე.და ყოველთვის გადაამოწმეთ ინფორმაცია.“ - წერს თამუნა იოსელიანი.