Netflix-მა Emily in Paris-ის მე-3 და მე-4 სეზონები დაამტკიცა

ემილი პარიზში

Netflix-მა Emily in Paris-ის მე-3 და მე-4 სეზონები დაამტკიცა.

ინფორმაციას Variety ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სეზონების გადაღებები, სავარაუდოდ, გაზაფხულზე დაიწყება. გადასაღები მოედანი ძირითადად ისევ პარიზი იქნება, თუმცა, მას კიდევ ერთი ლოკაცია - ლონდონი დაემატება.

შეგახსენებთ, რომ Emily in Paris-ის მეორე სეზონი სულ ცოტა ხნის წინ, 22 დეკემბერს გამოვიდა და სტრიმინგ პლატფორმაზე მსოფლიოში 10 ყველაზე პოპულარულ სერიალს შორის მოხვდა; მხოლოდ 22 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე, 94 ქვეყანაში მას 107,6 საათის განმავლობაში უყურეს.