პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, ნატოს წევრ ქვეყნებს ვაშინგტონისგან „მწვანე შუქი“ აქვთ უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემაზე.
„ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ჩვენს პოლონელ მეგობრებთან იმის თაობაზე, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ მათი საჭიროებების უზრუნველსაყოფად იმ შემთხვევისთვის, თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ უკრაინას სამხედრო თვითმფრინავები გადასცენ“, - თქვა ბლინკენმა CBS-ის ეთერში.
მისივე თქმით, აშშ და მოკავშირეები აგრძელებენ ძალისხმევას, დაეხმარონ უკრაინას, რათა რუსეთის შემოჭრისგან თავი დაიცვას.