66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის თქმით, ნატოს „მწვანე შუქი“ აქვს იმისთვის, რომ რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნით დაეხმაროს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა CBS-თან ინტერვიუში მოლდოვაში ვიზიტის დროს განაცხადა.
კიევს მეტი საჰაერო თავდაცვა სჭირდება, რაც უკვე არაერთხელ გაჟღერდა. ერთი დღით ადრე, როცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის სენატს მიმართა, მან აღნიშნა, რომ უკრაინის არმიას ერჩივნა რუსული წარმოების მოიერიშეების მიღება დახმარების სახით, რადგან ამ მოიერიშეების მართვა მათ იციან.
ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ განიხილავს პოლონეთის საშუალებით ავიამოიერიშეების მიწოდებას უკრაინისთვის. ვინაიდან უკრაინას რუსული წარმოების მოიერიშეები ურჩევნია, განიხილება პოლონეთისთვის ამერიკული ეფ-16-ების მიწოდება, იმისთვის, რომ პოლონეთმა მის მფლობელობაში მყოფი რუსული მოიერიშეები გაგზავნოს უკრაინაში. თეთრი სახლი ამბობს, რომ მოლაპარაკებები დაწყებულია, თუმცა ტექნიკური საკითხებია შესათანხმებელი.