გულწრფელად ვაცხადებთ, ზამთარი რთული იქნება - ზელენსკი

ზელენსკი

„ზამთარი რთული იქნება, მაგრამ ამ პერიოდისთვის ყველანაირად ვემზადებით“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მორიგი ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ხელისუფლება მოსალოდნელ რისკებს სრულად აცნობიერებს.

„დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ზამთრისთვის მზადების შესახებ არსებითი შეხვედრა გავმართე. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ყველა რისკს და ვიცით, რომ ოკუპანტებიც „ზამთრისთვის ემზადებიან“.

იმისათვის, რომ ჩვენი მოსახლეობა დავიცვათ, ხელისუფლების ყველა დონეზე მუშავდება სხვადასხვა სცენარი. გულწრფელად ვაცხადებთ – ზამთარი რთული იქნება, მაგრამ მის გადასალახად ვაგროვებთ გაზს, ქვანახშირს და ყველაფერს, რაც საჭიროა. ჩვენ ვმუშაობთ, რათა მოვემზადოთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.