პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, ოლექსეი არესტოვიჩი უკრაინელ ხალხს ჩეჩნური ანდაზით მიმართავს და მოქალაქეებს სთხოვს კადიროვის გამო ყველა მუსლიმს არ მიაყენონ შეურაცხყოფა.
მისი თქმით, ქვეყნის დასაცავად უკრაინელების გვერდითაც ბევრი მუსლიმიც იბრძვის, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდნენ, ვინ არის მტერი.
"თქვენ ამით აწყენინებთ მსოფლიოს ყველა მუსლიმს, რომელთა ძალიან ბევრი ქვეყანა თუ საზოგადოება ჩვენ გვეხმარება. ასევე თქვენ თანამებრძოლებსაც - უკრაინელ მუსლიმებს, თუ სხვა ქვეყნიდან ჩამოსულებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან, მათ შორის ჩეჩნებიც.
მოდი განვასხვაოთ ჩეჩნები კადიროველებისგან და არ მივაყენოთ შეურაცხყოფა რელიგიის გამო, მათ სიწმინდეებს, მხოლოდ იმიტომ რომ კადიროველების გაბრაზება გვინდა.
ასეთი ბრძოლა ჩვენი საქმე არაა, კადიროველებს უნდა ვებრძოლოთ ბრძოლის ველზე. არ უნდა ავურიოთ ერთი მეორეში, გეტყვით კავკასიურ, ჩეჩნურ ანდაზას, კაცი ის კი არაა, ვინც ბრძოლა იცის, კაცი ისაა ვინც ზუსტად იცის ვინაა მტერი. არ აურიოთ მუსლიმები და კადიროველები, ეს ძალიან სხვადასხვა თემაა. ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას მილიარდ-ნახევარ მუსლიმ ადამიანს, არსებობს ბევრი სხვა საშუალებაც რომ კადიროველებს ადგილი მივუჩინოთ და ამას მშვენივრად ვაკეთებთ," - განაცხადა ოლექსეი არესტოვიჩმა.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება მებრძოლების მხრიდან კადიროვის დამცინავი ვიდეო, რომელიც შესაძლოა სხვა მუსლიმებისთვისაც შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს.