„სეტყვა იცვლება და შეიძლება უფრო საშიში და მეტი ზიანის მომტანი გახდეს“ - რა აჩვენა ორმა კვლევამ
1781020574
ძვირფასო კიეველებო! უკრაინას თავს ესხმის აგრესორი. კიევში ჭურვების აფეთქების ხმა ისმის. ყველაზე საშინელი მტერი ახლა არის პანიკა. ჩვენ არ ვკარგავთ გამძლეობას,- ასე მიმართა კიევის მერმა ადგილობრივებს მას შემდეგ, რაც უკრაინის დედაქალაქში საჰაერო საფრთხე დაფიქსირდა. ქალაქში ისმის აფეთქებების ხმა.
„ვინც არ არის ჩართული ქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციონირებაში, დარჩით სახლში. მზად გქონდეთ "განგაშის ჩემოდანი", საბუთები და საჭირო მინიმალური ნივთები, რომ საჭიროების შემთხვევაში, თავშესაფარში ან საცავში სწრაფად მიხვიდეთ.
დედაქალაქის ხელისუფლება ქალაქშია“ - აცხადებს კლიჩკო.