პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ზელენსკი განმარტავს, რომ სანამ რუსეთი მეტ ძალისხმევას არ ჩადებს მშვიდობის დამყარებაში, ვიდრე უკრაინის განადგურებაში - შეზღუდვები უალტერნატივო იქნება.
„კიევის ოლქიდან, ჩერნიგოვის მიმართულებით, სუმის რეგიონში ოკუპანტების განდევნა ამ დრომდე მიმდინარეობს. მათ თავად იციან, რომ იმ ინტენსიურობით ბრძოლის გაგრძელება არ შეუძლიათ, როგორსაც მარტის პირველ ნახევარში ახორციელებდნენ. ვიცით, რომ ისინი გადიან იმ ტერიტორიებიდან, სადაც ჩვენ მათ ვანადგურებთ და ყურადღება სულ სხვა ადგილებზე გადააქვთ, რომლებიც ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია. იმ ადგილებზე, რომლებიც ჩვენთვის საბრძოლველად შეიძლება რთული იყოს.
ვითარება სამხრეთში და დონბასში უკიდურესად მძიმეა. ოკუპანტები თავიანთი ავადმყოფური იდეებით ხერსონის ოლქში ცდილობენ, დააორგანიზონ რაღაც გაუგებარო სტრუქტურა, რაც მათ იქ გამაგრების საშუალებას მისცემს. ამასთან, მტერი მარიუპოლისა და ხარკოვის მისადგომებთან თავდასხმისთვის პოტენციალის გაზრდას ცდილობს. ჩვენ ისევ დავიცავთ ჩვენს ქალაქებს და ისევ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს შესაძლებლობებში იქნება.
დღეს სხვადასხვა პარტნიორი ქვეყნის პარლამენტს მივმართე: ავსტრალიის, ბელგიის, ნიდერლანდების... სრული მხარდაჭერა ვიგრძენი. მე მოვუწოდე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებისკენ. აგრესორზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ, სანამ აგრესია არ დასრულდება. ამის შესახებ ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელსაც. სანქციების გარდა, შარლ მიშელთან, ეკონომიკური დახმარებისა და ჩვენი აღმშენებლობისთვის საჭირო ფინანსებიც განვიხილე. ვისაუბრეთ უკრაინის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებაზეც.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დააწესა. მადლობელი ვართ. ის არ დაუშვებს მოქმედი სანქციების გვერდის ავლას - ჩვენ უკვე შევამჩნიეთ მსგავსი მცდელობები. ასევე, ვესაუბრე თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ თაიფ ერდოღანსაც. ვისაუბრეთ უკრაინულ და რუსულ მხარეებს შორის თურქეთში გამართულ მოლაპარაკებებზე. ასევე, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიების ეფექტური სისტემის შექმნაზე მომავლისთვის“,- ამბობს ზელენსკი.