„მთელი თვე გავატარეთ სარდაფში, გვეძინა -10 გრადუსში. ვბანაობდით გამდნარი თოვლის წყალში“ - მარიუპოლის მცხოვრები, რომელიც ყველას დაღუპული ეგონა

ქალაქი მარიუპოლი

მარიუპოლის მცხოვრები იული დოცია, რომელსაც ომის დაწყების შემდეგ ეძებდნენ ცოცხალია და სამშვიდობოსაა. 

სოციალურ ქსელში ვრცელდება დოციას მიმოწერა, სადაც ქალი ჰყვება რა მძიმე პირობებში უწევდა მთელი თვის განმავლობაში სარდაფში ცხოვრება. 

„ცოცხალი ვარ. გუშინ მარიუპოლიდან ტანკით გამოვედი და ბლოკპოსტზე ამიყვანეს მძევლად, აღმოჩნდა, რომ თურმე სნაიპერს ვგავარ. ღამე გავათიე სამხედრო ბაზაზე, სარდაფში მიწაზე, სანამ არ მოვიდა უმაღლესი ხელმძღვანელობა, რომ გადაეწყვიტათ როგორც მოქცეულიყვნენ.  

ყველაფერი მიწასთან გაასწორეს, გვესროდნენ ავტომატებიდან, მადლობა ღმერთს რომ ამცდა, მიწაზე დაწოლილები წამოვედექით და გავიქცით თავშესაფარში. მთელი თვე გავატარეთ სარდაფში, სადაც არანაირი ცივილიზაციის ნიშნები არ არის. გვეძინა -10 გრადუსში. ვბანაობდით გამდნარი თოვლის წყალში, ისიც იგივე ტემპერატურის იყო.

სახლს არ აქვს შესასვლელი კარი და ფანჯრები. მარადიორები ნამყოფები არიან იქ. როცა სარდაფში ვიყავით სახლს ბომბავდნენ მძიმე არტილერიით და ყველაფერი ზანზარდება. 

კარგია, რომ პოლინა და ანდრეი ჩემთან ერთად არ  იყვნენ. საკვებისთვის ბრძოლა გვიწევდა. სროლების დროს ვეძებდით საჭმელს მაღაზიებში. ახლა აღარ ვიცი რა უნდა გავაკეთოთ“, - წერს იული დოცია.