მსოფლიო ომის დაწყებას დააჩქარებს - მედვედევი უკრაინისთვის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების მიწოდებაზე

მედვედევი

მსოფლიო ომის დაწყებას დააჩქარებს, – ასე ეხმაურება რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი უკრაინისთვის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების შესაძლო მიწოდებას.

როგორც მედვედევი აცხადებს, “ნატო-ს” გენერალური მდივნის განცხადება, რომ რუსეთის გამარჯვება ნიშნავს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დამარცხებას, არის პირდაპირი დადასტურება იმისა, რომ “ბლოკი მონაწილეობს ომში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ”.

“უსწრაფესი გზა უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციისთვის მსოფლიო ომის შეუქცევად შედეგებამდე არის კიევისთვის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების მიწოდება”, – ამბობს მედვედევი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

ასევე ნახეთ: მამის ფულით ამერიკაში წამოწყებული ბიზნესი და არშემდგარი ქორწინება - ვინ არის და რას საქმიანობს დიმიტრი მედვედევის ვაჟი (ფოტო)