„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა ბუჩაში არსებულ ვითარებას რუსეთის დისკრედიტაციისთვის დადგმული სპექტაკლი და პროვოკაცია უწოდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ამასთან, რუსეთი ყველა ბრალდებას უარყოფს, რაც ბუჩაში ჩადენილ დანაშაულს უკავშირდება.
„მომხდარი - სარეჟისორო დადგმა და სპექტაკლია, რომელიც გათვლილია დასავლელ მაყურებელზე.
ჩვენმა ქვეყანამ ორჯერ მოითხოვა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო შეხვედრა, მაგრამ ბრიტანეთმა მათი ჩატარება დაბლოკა. NATO-ს წევრ ქვეყნებს გამოძიება არ სჭირდება, დამნაშავეები უკვე გამოცხადებულია. არანაირი ფაქტები, მხოლოდ სიცრუე.
მიზანი არის ერთი - რუსეთის დისკრედიტაცია, სანქციების წამოყენება, იარაღის მიწოდება და სხვა არამეგობრული ქმედებები, კიდევ უფრო გაამძაფრებს ვითარებას უკრაინაში. როგორც ისტორია გვიჩვენებს, დრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს," - განაცხადა ვოლოდინმა.