1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსისან ინფიცირების მაჩვენებელი შემცირებისკენ მიდის.
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თვლის, რომ კიდევ უფრო მეტი დრო სჭირდება იმისთვის, რომ სრულად იყო დაფიქსირებული ახალ ვარიანტთან დაკავშირებული საფრთხეები.
ვერ ნახავთ ვერცერთ მოსაზრებას, რომელიც პოტენციურად აღნიშნავს, რომ ეს ჰიბრიდული ვირუსი შეიძლება იყოს ახალი საფრთხის შემცველი, უფრო მეტიც, არის მოსაზრება, რომ ასეთი ჰიბრიდული ვირუსები წარმოადგენენ ჩიხს, ვირუსის ევოლუციური განვითარების თვალსაზრისით და გაცილებით უფრო მეტად საშიში იქნება ახალი მუტაციის გაჩენა, ისეთივე, როგორიც იყო "ომიკრონი"- ეს სავარაუდოდ გამოჩნდება.
თაფლობის პერიოდი აქვს ახლა პანდემიას, როდესაც შემთხვევები ნაკლებია, ყველაფერი მიდის შემცირებისკენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მომავალი მუტაციის გაჩენის რისკი არის დაბალი,"- აცხადებს ივანე ჩხაიძე.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 1099 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.