„სისხლიანი წვიმა" ირანში - მეცნიერები უჩვეულო ფენომენის მიზეზს ასახელებენ
1742459924
დღეს დაწყებულ სამშვიდობო მოლაპარაკებაზე, უკრაინამ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა. უკრაინას და რუსეთს შორის მოლაპარაკებაში შუამავლის როლს ბელარუსი თამაშობს. პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის კავშირს მოუწოდა, რომ მისი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ ევროპული ქვეყნების ბლოკში. ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.
კიევს და მოსკოვს შორის მოლაპარაკება ბელარუსის საზღვარზე, გომელის რეგიონში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ზელენსკის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მათ დელეგაციაში შედიან თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი და პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოლოდიაკი.
ვიდეო-გზავნილით პრეზიდენტმა ზელენსკიმ ბრიუსელს სთხოვა, რომ უკრაინა სწრაფი წესით მიიღონ ევროკავშირში. მან ასევე მოუწოდა რუს ჯარისკაცებს, იარაღი დადონ და ბრძოლა შეწყვიტონ. "ჩვენი მიზანია ყველა ევროპელთან ერთად ყოფნა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თანაბარი უფლებებით სარგებლობა... დარწმუნებული ვარ, რომ ეს სამართლიანია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შესაძლებელია".