ლატვიის 24 წლის მოქალაქე, რომელსაც ოჯახი თბილისში ეძებდა, უვნებლად იპოვეს
1771486726
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უკრაინაში მოლაპარაკებების გზით ომის სწრაფად დასრულების შანსი პრაქტიკულად არ არსებობს. ინფორმაციას DW ავრცელებს.
„ჩემი შეფასებით, ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა ერთ-ერთი მხარე გამოიფიტება ან სამხედრო, ან ეკონომიკური თვალსაზრისით“, - ციტირებს მედია მერცს.
გერმანიის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, გონივრული და ჰუმანიტარული არგუმენტებით პუტინს ომის შეწყვეტაში ვერ დაარწმუნებენ. „ეს მწარე სიმართლეა“, - დასძინა მან.
ამიტომ, როგორც მერცი ამბობს, ევროპული ქვეყნების ძალისხმევის მიზანს წარმოადგენს ის, რომ „რუსეთის სახელმწიფოს აღარ შეეძლოს ომის გაგრძელება სამხედრო საშუალებებით და ეკონომიკურად მისი დაფინანსება“, - თქვა კანცლერმა.