მოძრაობა 6 დღით იზღუდება - თბილისის მერია მძღოლებს აფრთხილებს
1771351446
სამხრეთ კორეის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს, იუნ სუკ იოლს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ყოფილი პრეზიდენტი ასევე დამნაშავედ ცნეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.
ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.
სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ განაცხადა, რომ იუნ სუკ იოლმა ჩაიდინა ქმედებები, რომლებიც კონსტიტუციური წესრიგის დარღვევისკენ იყო მიმართული.
ცნობისთვის, გასულ თვეში სამხრეთ კორეის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავედ ცნო რამდენიმე საქმეზე, მათ შორის მისი დაკავებისთვის ხელის შესაშლელად საომარი მდგომარეობის შემოღების წარუმატებელი მცდელობისთვის. ყოფილი პრეზიდენტი ასევე დამნაშავედ ცნეს ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებასა და საომარი მდგომარეობისთვის საჭირო სამართლებრივი პროცედურების შეუსრულებლობაში. პროკურატურა იუნ სუკ იოლის სიკვიდილით დასჯას ითხოვდა.
სამხრეთ კორეის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო იუნ სუკ იოლს იმპიჩმენტი 2024 წლის 14 დეკემბერს გამოუცხადა. მას ბრალად საომარი მდგომარეობის უკანონოდ გამოცხადება, კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ ამბოხება და სახელმწიფო ღალატი ედებოდა. იოლი 2025 წლის 15 იანვარს დააკავეს.