1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
მხარს ვუჭერთ უკრაინელი ხალხის სამართლიან და შეუპოვარ ბრძოლას - ამის შესახებ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი აცხადებს.
,,ერთი წელი გავიდა უკრაინაში ომის დაწყებიდან. რთული დღეების, თვეების გადატანა უწევს მეგობარ ქვეყანას-უკრაინელები იცავენ სამშობლოს ერთიანობას, დამოუკიდებლობას და თავისუფლებას.
ქუთაისი უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, ეხმარებოდა და ეხმარება ომით დაზარალებულ უკრაინელ ხალხს. ჩვენთან, ისევე როგორც მთელ საქართველოში, შეგროვდა დიდი რაოდენობის ჰუმანიტარული ტვირთი, შეიქმნა სპეციალური ანგარიში, სადაც ხდებოდა თანხის ჩარიცხვა. უშუალოდ ქუთაისის მერიის მიერ 50 000 ლარი გადაირიცხა აღნიშნულ ანგარიშზე. სულ მალე, ქუთაისთან დამეგობრებულ ქალაქ დნიპროში გენერატორს გავაგზავნით.
ქუთაისში ამჟამად ცხოვრობს უკრაინიდან ჩამოსული 400-მდე უკრაინელი, მათ შორის დამეგობრებული ქალაქებიდანაც. ისინი მუდმივად გრძნობენ ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომას. ჩვენ ამ თანადგომას მომავალშიც გავაგრძელებთ.უკრაინელ ხალხს ვუსურვებ დამოუკიდებლობას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.