1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
საქართველო უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის მთავარი სპონსორია.
23 თებერვალს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ თავის საგანგებო სხდომაზე მიიღო რეზოლუცია „UN Charter principles underlying a comprehensive, just and lasting peace in Ukraine“, რომელიც უკრაინაში ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. საქართველოს ჩათვლით რეზოლუციას მხარი 141 ქვეყანამ დაუჭირა.
ნიუ-იორკში, 22 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილი მონაწილეობდა გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაში, რომელიც უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას, ილია დარჩიაშვილმა დაგმო რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი და მხარი დაუჭირა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.