დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში, რკინიგზის სადგურზე რუსეთის ძალების მიერ სარაკეტო დარტყმებს ეხმაურება.
როგორც უწყების მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ ტექსტშია აღნიშნული, საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს მორიგ სასტიკ თავდასხმას უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ.
„აბსოლუტურად გამანადგურებელია იმის ნახვა, როგორ ახორციელებს რუსეთი დარტყმას კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე, რომელიც მოქალაქეების ევაკუაციისთვის გამოიყენებოდა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ მორიგ სასტიკ თავდასხმას უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტოში.
ცნობისთვის, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში, რკინიგზის სადგურზე რუსეთის ძალებმა სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. ბოლო მონაცემებით, იერიშის შედეგად დაიღუპა 50 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვია.
It is absolutely devastating to see Russia strike the train station in #Kramatorsk used for the evacuation of civilians. We strongly condemn yet another brutal attack against innocent people. We #StandWithUkraine
— MFA of Georgia (@MFAgovge) April 8, 2022