მივიღეთ მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი მუშაობს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის პრობლემის სტრატეგიული გადაწყვეტისთვის

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ჩინელ კოლეგასთან მოლაპარაკების დროს მიიღო მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი არ ეძებს „დროებით გადაწყვეტილებებს“, არამედ მუშაობს ომის პრობლემის მდგრადი და სტრატეგიული გადაწყვეტისთვის. ამის შესახებ კულებამ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. კულებამ აღნიშნა, რომ საუბრისას ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ „ძალიან მკაფიოდ და არაერთხელ“ განაცხადა, რომ ჩინეთის პოზიცია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხზე უცვლელია.

„ჩვენ მივიღეთ მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი არ ეძებს დროებით გადაწყვეტილებებს, ცეცხლის დროებით შეწყვეტას, არამედ მუშაობს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის პრობლემის მდგრადი, სტრატეგიული გადაწყვეტისთვის“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.