„მსაჯები და მაყურებლები მის მხარეს იყვნენ“ - უმარის მწვრთნელი თვლის, რომ მოიგეს
1737299288
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, ომის დასასრულებლად და ქვეყნიდან რუსეთის გასაძევებლად, უკრაინას ესაჭიროება 1 000 ერთეული 155 მმ-იანი კალიბრის ჰაუბიცა, 300 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 500 ერთეული ტანკი, 2 000 ერთეული ჯავშანტექნიკა და 1 000 ერთეული დრონი.
ამის შესახებ პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, 15 ივნისს ბრიუსელში საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაა დაგეგმილი, რომელიც თავდაცვის მინისტრების დონეზე გაიმართება და მის შედეგებს ელოდებიან.