მედვედჩუკი არ არის რუსეთის მოქალაქე - პესკოვი

მედვედჩუკი

„ მედვედჩუკი არ არის რუსეთის მოქალაქე, მას არაფერი აქვს საერთო სპეცოპერაციასთან“, - ამ სიტყვებით უპასუხა  კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზებას ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლის შესახებ. 

როგორც პესკოვი ამბობს, არ იციან სურს თუ არა თავად მედვედჩუკს რუსეთის ჩართულობა.

„რაც შეეხება გაცვლას, რაზეც კიევის წარმომადგენლები ასეთი ხალისით, მონდომებით და კმაყოფილებით საუბრობდნენ – მედვედჩუკი არ არის რუსეთის მოქალაქე, მას არაფერი აქვს საერთო სპეცოპერაციასთან, ის უცხო ქვეყნის პოლიტიკური ფიგურაა. ჩვენ არ ვიცით, სურს თუ არა თავად მას რუსეთის ჩართულობა მის წინააღმდეგ ამ ცილისმწამებლური სიტუაციის მოგვარებაში“. – აღნიშნა პესკოვმა.