მედია: ვოლოდიმირ ზელენსკი სი ძინპინს ოქტომბერში შეიძლება შეხვდეს

სი ძინპინი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს ოქტომბერში შეიძლება შეხვდეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ალექსანდრ ჩალიმ ჩინეთში დიპლომატიურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ახლა ჩვენ ყველანი უკრაინაში ველოდებით კონტაქტებს, პირდაპირ კონტაქტებს პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ სი ძინპინს შორის“.

ჩინეთის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის ევროპული კვლევების დეპარტამენტის დირექტორმა, ცუი ჰუნცზიანმა ფორუმის მსვლელობისას განაცხადა, რომ ჩინეთი მზად არის შეუერთდეს სამშვიდობო სამიტს.

„ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ხელს შეუწყობს მშვიდობას“, - განაცხადა ცუიმ.