რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა UFC 311-ზე
1737287303
უკრაინაში რუსეთის შეჭრის გაზრდილი საფრთხიდან გამომდინარე, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბალტიისპირეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში რამდენიმე ათასი ამერიკელი ჯარისკაცის, ასევე სამხედრო ხომალდებისა და თვითმფრინავების გაგზავნას განიხილავს. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.
გაზეთი ინფორმაციას აშშ-ს ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ჯო ბაიდენს, აშშ-ის სამხედრო ძალების ევროპაში გადასროლის რამდენიმე გეგმა წარუდგინეს.
ერთ-ერთი ვარიანტი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში 1 000-დან 5 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას ითვალისწინებს. სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, ეს რიცხვი შეიძლება გაათმაგდეს. ჯო ბაიდენი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში მიიღებს.