დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„ჩვენ არ ვაპირებთ ვიყოთ წამებულები, ვიბრძვით ჩვენი სიცოცხლისთვის და ველოდებით დახმარებას“, - ამის შესახებ აზოვის პოლკის მებრძოლმა, დავით ხიმიკამ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა მათგანი ოჯახის წევრებთან ჩახუტებაზე ოცნებობს, რათა კვლავ შეიგრძნონ შვილებისა და მეუღლის სუნი, ხოლო მათ ვისაც ოჯახი ჯერ კიდევ არ შეუქმნიათ, დაოჯახებაზე ოცნებობენ
„მთელ განვლილ ცხოვრებაზე ვფიქრობ, ვიხსენებდი ბავშვობას, ადგილს, სადაც ვიყავი, სხვადასხვა დასამახსოვრებელ სიტუაციებს, ყველაფერი ჩემს თვალწინ არის, როგორც ფილმში.
ბიჭებისგან ბევრი მესმის, რომ გარეთ რომ გავიდნენ, დაქორწინდებიან და შვილები ეყოლებათ, ალბათ, ეს არის ყველას მთავარი გეგმები.
ბიჭები, რომლებსაც უკვე ჰყავთ ცოლები და შვილები, როცა ბავშვებთან ერთად გადაღებულ ვიდეოს ნახულობენ, ტირიან და იღიმებიან.
საინტერესოა ამის ყურება, გამოუთქმელი გრძნობები, როგორ მიედინება ცხოვრება. მე ყოველთვის ვიყავი ადამიანი, რომელიც კუთხეში ზის და ყველას გვერდიდან უყურებს.
ჩვენ კვლავ სიმამაცით ვართ სავსე და ვიგერიებთ თავდასხმას, ვაგრძელებთ მთელი ქვეყნის დაცვას.
მტერი ყოველდღე ცდილობს აზოვსტალის ხელში ჩაგდებას, ბომბავს თვითმფრინავებით, არტილერიით (ყველაფრით, რაც აქვთ), მაგრამ ყველაზე საშინელ პირობებშიც კი ვუწევთ წინააღმდეგობას და ისინი, როგორც მშიშარა ძაღლები, გარბიან თავიანთი პოზიციებიდან.
ჩვენ არ ვაპირებთ მოწამეობას, ჩვენც ვიბრძვით ჩვენი სიცოცხლისთვის და ველოდებით მხარდაჭერას“, - ამბობს დავით ხიმიკა.
მისი თქმით, უნდა მებრძოლებმა კვლავ ნახონ თავიანთი ოჯახები, ხოლო თავად მხოლოდ სენდვიჩისდ დიდი ნაჭერი სურს.
„მინდა, ჩემმა მეგობრებმა ისევ ნახონ თავიანთი შვილები და იგრძნონ თავიანთი ცოლების სურნელი.
მე კი მხოლოდ სენდვიჩი მინდა, დიდი ძეხვის ნაჭრით. ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით“, - ამბობს მებრძოლი.