ამ ქუჩებზე წყალი 24 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1732736822
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტს შეხვედრას სთავაზობს. ამის შესახებ მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მან არ იცის, რა სურს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს.
„მე არ ვიცი რა სურს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ამიტომ ვთავაზობ მას შეხვედრას“,- აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩავიდა. როგორც ზელენსკი ამბობს, ჩასვლის მიზეზი ის იყო, რომ შეხვედრაზე უკრაინის ხმა გაჟღერებულიყო. ამასთან, მან განმარტა, რომ უკრაინაში დაბრუნებას დღესვე აპირებს, რადგან ქვეყანას დიდი ხნით არ ტოვებს.
„მე დღეს უკრაინაში ვისაუზმე და უკრაინაში ვივახშმებ. ქვეყანას დიდი ხნით არ ვტოვებ“, - განაცხადა ზელენსკიმ.