სოფია ბზეკალავა: 9 თვის განმავლობაში ადამიანები თავიანთ კარმულ სამშობლოში დაბრუნდებიან

სოფია ბზეკალავა

შავი მთვარე გადავიდა კირჩხიბის ნიშანში, ასტროლოგის, სოფია ბზეკალავას განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ადამიანს ეძლევა შანსი, დაალაგოს ურთიერთობები, თუმცა, აქვე იზრდება შანსი, რომ უფრო მეტადაც გართულდეს.

ასტროლოგის თქმით, ყველა ადამიანი საკუთარ კარმულ სამშობლოს უბრუნდება, რაც მიგრაციის გააქტიურებას გულისხმობს. 

„ძალიან ბევრი ადამიანი თავის კარმულ სამშობლოში დაბრუნდება. ბევრი ემიგრანტი დაბრუნდება, ბევრი შეიძლება გადაცხოვრდეს, თუმცა, ყველა ის ადამიანი, რომელიც გეგმავს უახლოესი 9 თვის მანძილზე სადმე საცხოვრებლად გადასვლას, ან გარემოებებიდან გამომდინარე უწევს, ჩათვალეთ, რომ თავის კარმულ სამშობლოში ხვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ქვეყანაში მისი ცხოვრება შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს.

იგივე ეხებათ ემიგრანტებს, თუკი ვინმე აპირებს, რომ უკან, საქართველოში უახლოესი 9 თვის განმავლობაში დაბრუნდეს. ვინც საქართველოში ბრუნდებით, ჩათვალეთ, რომ აქ იწყებთ თქვენი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს. 

ასევე, ეს პერიოდი ძალიან კარგია დაოჯახებისთვის, ფეხმძიმობისთვის, ცოტა მონდომებაც საკმარისია მათთვის, ვისაც აქამდე არ ჰყავდა შვილი, რომ ეყოლოს.“, - განაცხადა ბზეკალავამ გადაცემაში „შენი დილა“.