მარკო რუბიო მარკ რუტეს: აშშ მზად არის, უარი თქვას უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების ძალისხმევაზე, თუ უახლოეს მომავალში მშვიდობისკენ მიმავალი მკაფიო გზა არ გამოჩნდება

მარკ რუტე მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ აშშ მზად არის, უარი თქვას უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების ძალისხმევაზე, თუ უახლოეს მომავალში მშვიდობისკენ მიმავალი მკაფიო გზა არ გამოჩნდება. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო დღეს ნატოს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს ესაუბრა. სახელმწიფო მდივანმა გამოთქვა პრეზიდენტ ტრამპისა და შეერთებული შტატების იმედი, რომ სამშვიდობო წინადადება მიღებული იქნება და უკრაინაში მდგრად და ხანგრძლივ მშვიდობას გამოიწვევს. სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა ერთგულია ომის დასრულების მიმართ, თუ მშვიდობისკენ მიმავალი მკაფიო გზა მალე არ გამოჩნდება, აშშ მშვიდობის დამყარების ძალისხმევას შეწყვეტს“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.