მაგნიტური ქარიშხალი 2025 წლის სექტემბერში: ასტროლოგებმა თვის ყველაზე საყურადღებო თარიღები დაასახელეს
1757016593
უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშუკმა Telegram-ზე განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" მეშვეობით, შეტყობინება მიიღო, რაც ადასტურებს რუსეთის მზადყოფნას მარიუპოლიდან, ქალაქ ბერდიანსკის გავლით, ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის შესახებ.
„მარიუპოლისკენ მიმავალ მარშრუტზე ჩვენ 45 ავტობუსს ვგზავნით. ვასილკოვოში, რუსეთის საგუშაგოს გასავლელად, 28 ავტობუსმა ნებართვა უნდა აიღოს. ასევე ჟაპოროჟიედან უკვე 17 ავტობუსი გავიდა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ავტობუსები დღეს მარიუპოლში ჩავიდეს და ავიყვანოთ ადამიანები, რომლებმაც ჯერ ქალაქის დატოვება ვერ შეძლო“, - განაცხადა ვერეშუკმა.
მარიუპოლში საევაკუაციო დერეფნები გაიხსნება