გოგონა პარკში წაიყვანა და მეგობრებთან ერთად, ჯგუფურად გააუპატიურა - საქმე, რომელმაც მსოფლიო შეძრა
1742794055
თუ ვაქცინაციისა და მედიკამენტების უთანასწორობის პრობლემას მოვაგვარებთ, შანსი გვაქვს კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა, ჰოსპიტალიზაცია და ლოკდაუნი მიმდინარე წელს დავასრულოთ,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა.
„შესაძლოა, კოვიდი ბოლომდე ვერ აღმოიფხვრას, რადგან ასეთი პანდემიური ვირუსი საბოლოოდ ეკოსისტემის ნაწილი ხდება. თუმცა, შანსი გვაქვს, მიმდინარე წელს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა დავასრულოთ, თუ გავაკეთებთ იმას, რაზეც ვსაუბრობდით.
ვაქცინაციის გზით, დაავადების სიხშირე დაბალ დონემდე უნდა დავიყვანოთ, რათა აღარავინ ემსხვერპლოს ტრაგედია სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემების ჩამოშლამ გამოიწვია და არა ვირუსმა“, - განაცხადა რაიანმა.