"მადლობა ჩვენი ხალხის ყველა ნამდვილ მეგობარს" - გონჩარენკო საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს მადლობას უხდის

goncharenko

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები უკრაინის მხარდასაჭერად მატჩზე უკრაინის დროშის ფერებში შექმნილი სამკლავურით წარდგა. 

საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის რადას დეპუტატს - ალექსეი გონჩარენკოს ქართველი ბორჯღალოსნების გამოცხადებული სოლიდარობა ყურადღების მიღმა არ დარჩენია და მათ სოციალურ ქსელში მადლობა გადაუხადა. 

"საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მატჩზე ყვითელი და ლურჯი სამკლავურით წარდგა.

ქართველების მხარდაჭერა ახლა უბრალოდ წარმოუდგენელია...

მადლობა ჩვენი ხალხის ყველა ნამდვილ მეგობარს." - წერს ალექსეი გონჩაერნკო.

ცნობისთვის, ქართველი მორაგბეები Rugby Europe-ის ჩემპიონები გახდნენ.

ბორჯღალოსნებმა ესპანელებს უმასპინძლეს და ისინი დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხეს.