მაჩვმა ესპანეთში რომაული განძი გამოთხარა 

მაჩვი

ესპანეთის ჩრდილოეთში, ასტურიის პროვინციაში, ცივ ზამთარში დამშეულმა მაჩვმა რომაული მონეტების განძი გამოთხარა.

მეცნიერების ცნობით, მაჩვის ნაპოვნი 209 მონეტა უიშვიათესი რამაა რომის იმპერიის ამ ნაწილში. ზოგი მონეტა იმპერატორ კონსტანტინეს მოჭრილი ყოფილა, ზოგი კი ცოტათი უფრო გვიანდელია. ყველაზე იშვიათი ვერცხლის მონეტა კი ინგლისშია დამზადებული.

რომაელებმა იბერიის ნახევარკუნძული ჩვენს წელთაღრიცხვამდე 218 წელს დაიკავეს და მეხუთე საუკუნემდე ფლობდნენ, სანამ ვიზიგოთებმა არ განდევნეს.

ვარაუდობენ, რომ ეს განძიც რომაული პროვინციის დაღმასვლის დროს უნდა იყოს გადამალული.