1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
რუსული ჯარები ბელარუსში რჩებიან - ეს უკრაინაზე თავდასხმისათვის აშკარა მომზადებაა,- ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.
„რუსული ჯარები ბელარუსში რჩებიან. რუსეთი ჯარების გაყვანის ყველა გარანტიას არღვევს. ეს აშკარა მომზადებაა უკრაინაზე თავდასხმისა და ბელარუსის მცოცავი ანექსიისთვის: გარდამტეხი მომენტია ბელარუსის მოსაზღვრე ნატოს ქვეყნების უსაფრთხოებისთვის! ნატოს გაძლიერება და ევროკავშირის სანქციების დაწესება მართებულია“, - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
Russian troops stay on in Belarus violating all guarantees to withdraw. It's a clear preparation to attack Ukraine towards Kyiv & creeping annexation of Belarus: game-changer for security of NATO countries bordering Belarus: 🇱🇹🇵🇱🇱🇻! NATO reinforcements & EU sanctions are in order
— Gabrielius Landsbergis (@GLandsbergis) February 20, 2022