„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
რამდენიმე დღის წინ, თურქეთის სახელით მოასპარეზე უკრაინელმა მოცურავემ, ვიქტორია გიუნეშმა სოციალურ ქსელში სთორი გამოაქვეყნა, სადაც რუსეთის დროშაზე ფეხებით დგას.
აღნიშნულმა საქციელმა რუსების უკმაყოფილება გამოიწვია და უკრაინელ მოცურავეს საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ფედერაციაში (FINA) უჩივლეს.
შემთხვევას FINA-ს წარმომადგენელი გამოეხმაურა და სპორტსმენებს მსგავსი ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა:
„FINA გაეცნო სოციალურ ქსელში, მოცურავე ვიქტორია გიუნეშის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციას, რომელიც უკრაინაში დაიბადა და ამ ქვეყნის სახელით გამოდიოდა, თუმცა მოქალაქეობა შეიცვალა და ახლა თურქეთის სახელით გამოდის. FINA მოუწოდებს ყველა სპორტსმენს მოიქცნენ ღირსეულად და პატივი სცენ სხვებს“, - ციტირებს ორგანიზაციის პრესსამსახურის სიტყვებს რუსული საინფორმაციო სააგენტო.