"კრემლის false, ბევრ რუსს ბრძოლა არ სურს" - ზაპოროჟიეს ოლქში მოსახლეობამ მოლაპარაკებების შედეგად რუსული ტანკი შეაჩერა

"კრემლის ჯუჯავ, ბევრ რუსს ბრძოლა არ სურს, თქვენ ეს ვერ გაიგეთ და დიდი შეცდომა დაუშვით." - ასე ეხმაურებიან უკრაინელები რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და ამის მაგალითად ზაპოროჟიეს ოლქში მომხდარი მოჰყავთ - მოსახლეობამ ადგილობრივ ლიდერთან ერთად რუს ოკუპანტებს გზა გადაუკეტა და მოლაპარაკებების გზით რუსულ ტანკს გავლის საშუალება არ მისცა. 

მოლაპარაკებების შედეგად, რუსული ტანკი უკან დაბრუნდა. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ რუს მებრძოლებს შორის ბევრია, ვისაც უკრაინასთან ბრძოლა არ სურს.  

"ზაპოროჟიეს ოლქში, დნეპროუდნის მოსახლეობამ მერთან ერთად გზა გადაკეტა და რუსულ ტანკებს გავლის საშუალება არ მისცა. 

ხანმოკლე მოლაპარაკებების შემდეგ დამპყრობელთა ტანკები შემობრუნდა და წავიდნენ.

კრემლის ჯუჯავ, ბევრ რუსს ბრძოლა არ სურს, თქვენ ეს ვერ გაიგეთ და დიდი შეცდომა დაუშვით." - წერს გამოცემა.