პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკური რეალობა შეიცვალა, თუმცა აღნიშნა, რომ „ვერ ხედავს საფუძველს იმისთვის, რომ ეჭვი შეიტანოს რუსეთის ცენტრალური ბანკის ეფექტურობასა და სანდოობაში“.
„ეკონომიკური რეალობა საგრძნობლად შეიცვალა. ეს მძიმე და პრობლემური სანქციებია, თუმცა რუსეთს აქვს პოტენციალი აანაზღაუროს ზიანი. რუსეთი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში აყალიბებდა გეგმებს შესაძლო სანქციების მიმართ, მათ შორის ყველაზე მკაცრი სანქციების მიმართ. გვაქვს საპასუხო გეგმები, რომელიც შემუშავდა და ხორციელდება“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.
კრემლის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უაზროა.
„პუტინს საკმაოდ გულგრილი დამოკიდებულება აქვს პერსონალური სანქციების საკითხისადმი. პრეზიდენტს არ აქვს სხვა ქონება გარდა იმისა, რაც მან გამოაცხადა“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.