პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ კიევის მახლობლად რუსულ საოკუპაციო ძალებთან გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს.
„კიევის მახლობლად გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს. მტერი განსაკუთრებული გააფთრებით ანადგურებს ბუჩას, ჰოსტომელს, ვორზელსა და ირპენს. მიზანმიმართულად კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას. ჰოსტომელის თემის თავმჯდომარე, იური პრილიპკო დაიღუპა, როდესაც ხალხს პურსა და წამალს ურიგებდა“, - აღნიშნა კიევის მერმა.
ვიტალი კლიჩკომ ასევე მოუწოდა დედაქალაქის მოსახლეობას, თავშეკავებულობა შეინარჩუნონ.
„იყავით სახლში ან განგაშის სიგნალის დროს თავშესაფარში გადადით. კიევი არ დაეცემა! კიევი თავს დაიცავს! ერთად გავუძლებთ! დიდება უკრაინას!“ - აღნიშნა მან.
ასევე ნახეთ - რა ვიცით კიევის გმირ მერზე, რომელიც მე-12 დღეა ქალაქს რუსი აგრესორებისგან იცავს