1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
კიევში, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის განხორციელების საფრთხის გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ არსებობს დრონებით თავდასხმის საფრთხე და ოლქის საჰაერო თავდაცვის ძალები მზადყოფნაში არიან.
კიევის გარდა, განგაში გამოცხადდა ჩერნიგოვის, პოლტავას, ჩერკასის, ჟიტომირის, სუმის, რივნის, ხმელნიცკის, დნეპროპეტროვსკის, ტერნოპოლის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და კიროვოგრადის ოლქებში.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ განგაშის დროს ხმელნიცკში აფეთქებების ხმები ისმოდა.