„კიევი იბრძვის და არ ნებდება“ - ალექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

კიევი

უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, „კიევი ალყაშია“.

მისივე განმარტებით, „კიევი არ არის გარშემორტყმული. კიევი იბრძვის და არ ნებდება“.

„ფაშისტები ახლა ავრცელებენ ვიტალი კლიჩკოს სიტყვებს AP-სთან ინტერვიუში იმის შესახებ, რომ კიევი თითქოს გარშემორტყმულია. უპირველეს ყოვლისა, კლიჩკოს პასუხით თუ ვიმსჯელებთ, მან თქვა, რომ ახლა საშიშია მოსახლეობის ევაკუაცია. მეორეც, საზიზღარო პროპაგანდისტებო, გეყოფათ ტყუილები. თქვენთვის ჯოჯოხეთში, განსაკუთრებული ადგილია ამ ტყუილებისთვის. კიევი არ არის გარშემორტყმული. კიევი იბრძვის და არ ნებდება,“- წერს ალექსეი გონჩარენკო.