66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
ხერსონის ოლქში უკვე 60 დასახლებულ პუნქტზე მეტია გათავისუფლებული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმვიდეომიმართვაში განაცხადა.
“ამ საღამოს მდგომარეობით, თავდაცვის ძალების მიერ კონტროლი დამყარებულია ხერსონის ოლქის 60-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე. პოლიციამ დაიწყო სტაბილიზაციის ღონისძიებები. თავად ხერსონშიც გრძელდება სტაბილიზაციის ღონისძიებები. ხერსონიდან გაქცევამდე ოკუპანტებმა მთელი კრიტიკული ინფრასტრუქტურა გაანადგურეს - კავშირი, წყლის მომარაგება, ელექტროენერგია. „რაშისტებს“ ყველგან ერთი მიზანი აქვთ - ხალხის მაქსიმალურად დამცირება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს აღვადგენთ, დამიჯერეთ”, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ზესონის ოლქის გათავისუფლებულ ტერიტორიაზე უკვე ამოღებულია დაახლოებით 2 000 ფეთქებადი ნივთი - ნაღმები, საბრძოლო მასალა, ნაღმი-ხაფანგები, რომლებიც არ აფეთქებულა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შაბათს, ხერსონში ერთმა გამნაღმველმა ადმინისტრაციული შენობის განაღმვისას დაზიანებები მიიღო.