დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
დღეს ისტორიული დღეა, ხერსონს ვიბრუნებთ , - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
"ამ დროისთვის ჩვენი დამცველები ქალაქის მისადგომებთან არიან. მაგრამ სპეცრაზმი უკვე ქალაქშია.
ხერსონელები ელოდნენ. ისინი არასოდეს თმობდნენ უკრაინას. უკრაინის იმედი ყოველთვის მართლდება - და უკრაინა ყოველთვის იბრუნებს საკუთარს.
და მაშინაც კი, როცა ქალაქი ჯერ კიდევ არ არის მთლიანად გაწმენდილი მტრისგან, თავად ხერსონელები უკვე აშორებენ ქუჩებიდან და შენობებიდან რუსულ სიმბოლოებს და ოკუპანტების ხერსონში ყოფნის ნებისმიერ კვალს.
ასე იყო ჩვენი დამცველების მიერ გათავისუფლებულ ყველა სხვა ქალაქში. ასე იქნება იმ ქალაქებში, რომლებიც ჯერ კიდევ ელოდებიან ჩვენს დაბრუნებას.
უკრაინა მივა თავის ყველა ხალხთან.
და მე მადლობას ვუხდი თითოეულ ჯარისკაცს და თავდაცვის ძალების თითოეულ ქვედანაყოფს, ვინც ახლა შესაძლებელს ხდის ამ შეტევით ოპერაციას სამხრეთში.
აბსოლუტურად ყველას - რიგითებიდან გენერლებით დამთავრებული. შეიარაღებული ძალები, დაზვერვა, ეროვნული გვარდია - ყველა, ვინც დღევანდელი დღე დააახლოვა ხერსონის ოლქის გათავისუფლებას,"- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონის გათავისუფლებაზე.