1734777043
ხარკოვის ოლქში რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად, სამი ადამიანი დაიჭრა
ხარკოვის ოლქში რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად, სამი ადამიანი დაიჭრა. ოკუპანტმა საავიაციო შეტევა რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე განახორციელა. განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
განგაშია კიევში, ქალაქის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, სამ რაიონში რაკეტების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები და მიკროავტობუსი.
პარალელურად, უკრაინიდან დაბრუნებულმა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ მისმა ქვეყანამ უკრაინას F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პირველი პარტია უკვე გადასცა.