6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ, საბერძნეთში ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
1747201952
ექიმი გიორგი ღოღობერიძე, რომელიც უკრაინაში იმყოფება, სოციალურ ქსელში მორიგ ინფორმაციას ავრცელებს.
„მეგობრებო, ჩვენ საზღვართან ჩასვლის პირველივე წამიდან უკრაინელ ხალხს გვერდით ამოვუდექით. ცხოვრებაში პირველად დავდე ანგარიშის ნომერი, ისიც დაყოვნებით და იმაზეც ცოტაოდენი თანხა შეგროვდა, რადგან ისე მქონდა დადებული, რომ ბევრმა ვერც ნახა, სანამ პოსტი არ გახსნა.
შეგროვდა ცოტა, მაგრამ რაც შეგროვდა, იმას დავამატეთ და იმ ოჯახს მივეცი ხელში, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა ჩვენთან საუბრისას. რადგან ხალხის ფული იყო, სალაპარაკო რომ არ გამხდარიყო, სურათიც გადავიღე და ხალხსაც ვაცნობე, თუ კონკრეტულად ვის მივეცით. ეს ბევრისთვის შეიძლება ყოფილიყო მაგალითი, რომ იგივე გაეკეთებინათ. თანხა სხვებსაც მივეცით, ჩვენი ჯიბიდან, მაგრამ ეს ნაწილი აღარ გადაგვიღია, რადგან ის ჩვენი ჯიბიდან იყო გაკეთებული და არ იყო საჭირო მისი საჯაროდ ლაპარაკი.
სამწუხაროდ, არის ხალხი, რომელიც იმ რაოდენობით ფულს, რასაც ჩვენ მთელი კვირა ვაგროვებდით, რესტორანში ხარჯავს, იქვე და სხვებს დასცინიან.
მდიდრებს ისე აქვთ სამყაროზე ხედვა შეცვლილი, ყველგან რაღაც ინტერესს ხედავენ და ვერ წარმოუდგენიათ, თუ ვინმეს მართლა შეიძლება უნდოდეს დახმარება.
და მაინც, ამ პოსტის დაწერის აზრი ის არის, რომ ყურადღება ომში დაზარალებული ხალხის მიმართ არასდროსაა ზედმეტი. ერთი ჩახუტება, ერთი თბილი სიტყვაც კი უფრო მეტ შემართებას მისცემთ, ვიდრე ეს ბევრს წარმოუდგენია.
და ვფიქრობ, მსგავსი აქტივობა უფრო მეტი უნდა მქონდეს და მექნება კიდეც!“, - წერს ღოღობერიძე.