მტკვარში გადავარდნილი მანქანის მგზავრებს, ამ დრომდე ეძებენ - პოლიციამ 23 წლის ბიჭი დააკავა
1747228693
პოპის დედოფლის ბიოგრაფია მალე ეკრანებზე გაცოცხლდება — მადონას ცხოვრების შესახებ მინისერიალს იღებენ. ნეტფლიქსისთვის სერიალზე რეჟისორი შონ ლევი იმუშავებს, პროექტში კი ლეგენდარული მომღერალი თავადაც იქნება ჩართული.
სერიალი არ უკავშირდება ავტობიოგრაფიულ ფილმს, რომლის გადაღებასაც თვითონ მადონა აპირებდა წლების წინ. მუსიკოსმა ჯერ კიდევ 2020 წელს გაამხილა, რომ ოსკაროსან დიაბლო ქოუდისთან ერთად სცენარზე მუშაობდა, მოგვიანებით კი ისიც შევიტყვეთ, რომ ფილმში მთავარი როლი ჯულია გარნერს უნდა განესახიერებინა. 2023 წელს, როცა მადონამ მორიგი საკონცერტო ტურნე წამოიწყო, პროექტი განუსაზღვრელი დროით შეჩერდა.
რაც შეეხება ნეტფლიქსის მინისერიალს, მის შესახებ ჯერჯერობით ბევრი რამ არაა ცნობილი. არც ის არ ვიცით, მადონას ცხოვრების რომელ მონაკვეთებს ასახავს იგი ან ვინ ითამაშებს პოპის დედოფალს.
მადონას, რომლის სრული სახელი მადონა ლუიზ ჩიკონეა, კინორეჟისორობის გამოცდილებაც აქვს. მან 2008 წელს Filth and Wisdom გადაიღო, 2011 წელს კი მომღერლის რეჟისურით გამოვიდა ასევე ფილმი W.E., რომელიც მეფე ედვარდ VIII-ისა და უოლის სიმპსონის ურთიერთობას შეეხება.
პოპვარსკვლავი ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ საკუთარ ცხოვრებაზე ფილმიც მხოლოდ თავად უნდა გადაეღო. მნიშვნელოვანია, საკუთარი ცხოვრების მოგზაურობაზე ჩემივე ხედვით მოვყვეო, აღნიშნა 2020 წელს.
"ჩემზე ფილმის გადაღებას უმეტესად ქალთმოძულე კაცები ცდილობდნენ" — მადონა300 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით, მადონა მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფიგურაა. პოპის დედოფლის კარიერა ითვლის ოთხ ათწლეულს, რომლის განმავლობაშიც მადონამ გაყიდვებით, ჩარტების ლიდერობით თუ ჯილდოების რაოდენობით არაერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამასთან, მომღერალმა ეპოქალური როლი შეასრულა უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებებისთვის ბრძოლაშიც.