კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კიევში! - ზელენკის პირველი კომენტარი ბაიდენის ვიზიტზე

ზელენსკი და ბაიდენი

„პრეზიდენტო ჯო ბაიდენ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კიევში! თქვენი მხარდასაჭერი ვიზიტი ყველა უკრაინელისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ნიშანია“,- ასე ეხმიანება ზელესნკი ჯო ბაიდენის უკრაინაში ვიზიტს და სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს.

10 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 20-22 თებერვალს პოლონეთში ჩავიდოდა და კოლეგას, ანდჟეი დუდას შეხვდებოდა.

დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კიევში მნიშვნელოვან სტუმარს ელოდებიან, მაგრამ ვინაობა სიურპრიზია.როგორც უკრაინსკა პრავდა წერს, დედაქალაქში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტა, კერძოდ, რკინიგზის სადგურთან და აშშ-ის საელჩოსთან.ადგილობრივები წერენ, რომ შეამჩნიეს კორტეჟი, რომელშიც ძირითადად ამერიკული მანქანები იყო.