ნახეთ ცვლილება, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1745696182
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პოლონეთში ვიზიტის დროს უკრაინაში ჩასვლა და უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა არ იგეგმება, – ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ბაიდენი შეხვდება პოლონელ კოლეგას, პრეზიდენტ ანჯეი დუდას და რეგიონის სხვა ლიდერებს.
„პრეზიდენტი ბაიდენი პრეზიდენტ ზელენსკის არ შეხვდება. ვიზიტის დროს პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა ამჟამად არ არის დაგეგმილი. პრეზიდენტი ბაიდენი ვარშავაში გაემგზავრება“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთს ოფიციალური ვიზიტით 20 თებერვალს ეწვევა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაიდენი პოლონეთში ჩასვლას უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ომის დაწყების წლისთავისთვის გეგმავდა.
გოგა მანიას წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა
1745260232
საქართველოს საპატრიარქო მრევლს აფრთხილებს
1745677403