ჯონსონი: კარგად ვაცნობიერებ, რომ პუტინის მხრიდან წინასწარი განზრახვით ბარბაროსული თავდასხმა უკრაინაზე ამძაფრებს იმ გამოწვევებს, რომლებსაც საქართველო მრავალი წელია, მამაცად უპირისპირდება

jonsoni

კარგად ვაცნობიერებ იმ ფაქტს, რომ პროვოცირების გარეშე, ვლადიმერ პუტინის მხრიდან წინასწარი განზრახვით განხორციელებული ბარბაროსული თავდასხმა უკრაინაზე კიდევ უფრო ამძაფრებს იმ გამოწვევებს, რომლებსაც საქართველო მრავალი წელია, მამაცად უპირისპირდება, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის ოფიციალურ წერილშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.

„გაერთიანებული სამეფო და საერთაშორისო თანამეგობრობა მსოფლიო ერების თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და სუვერენიტეტისთვის ამ ღია აგრესიის პირისპირ დგანან. მინდა, ასევე გარწმუნოთ, რომ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური არჩევანის სადარაჯოზე. მოუთმენლად ველი მომდევნო წლებში ჩვენი პარტნიორობის უწყვეტ განვითარებას“, – აღნიშნავს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.