1732386875
ჯო ბაიდენმა უკრაინის საკითხზე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის საკითხზე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია. ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაში ვკითხულობთ.
ბაიდენის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტი უკრაინაში სიტუაციის განვითარებას აკვირდება და ეროვნული უსაფრთხოების გუნდი მას რეგულარულად აწვდის განახლებულ ინფორმაციას აღნიშნულ საკითხზე. ჯო ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების გუნდი ადასტურებს, რომ რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიწყოს.
თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტმა ასევე მიიღო ინფორმაცია მიუნხენის უსაფრთხოებოს კონფერენციის ფარგლებში ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის მიერ გამართული შეხვედრებიდან.