ჯო ბაიდენი: ნატო-ს ერთიანობას ვლადიმერ პუტინი არ მოელოდა

ბაიდენი

ნატო-ს ერთიანობას ვლადიმერ პუტინი არ მოელოდა, არ ელოდა, რომ ერთად დავდგებოდით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ამერიკელ სამხედროებთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. 

„განცვიფრებული ვარ, რას აკეთებენ თქვენი დახმარებით, რჩევებისა და შეიარაღების უზრუნველყოფით, რასაც თქვენ აწვდით, ნატო-ს სხვა წევრებთან ერთად. იარაღი და საბრძოლო მასალა ყოველდღიურად მიედინება და ჩვენ ვხედავთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ალიანსები და პარტნიორობა მთელ მსოფლიოში. ჩვენი მოკავშირეები ძლიერდებიან, აძლიერებენ ჩვენს რეაგირებას. ნატო არის ერთიანი, ორიენტირებული და ენერგიული, როგორც არასდროს“, – განაცხადა ბაიდენმა.